ფეხბურთი

22:29 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა ორმა ფეხბურთელმა მიიღო

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები მარკუს ტურამი და ტომას ლემარი დაშავდნენ. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა დღეს, ვარჯიშზე მიიღო. ტურამს საზარდული აწუხებს, ხოლო ლემარს ტერფის პრობლემა აქვს.

სამედიცინო გამოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა და უცნობია დაზიანებების ხარისხი. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი მერვედფინალური თამაშისთვის დიდიე დეშამის განკარგულებაში იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ „მამლებში“ უკვე ხუთი ფეხბურთელია დაშავებული - უსმან დემბელემ უკვე დატოვა შეკრება, სავარაუდოდ, მიმდინარე ევროფორუზე ვერ ითამაშებს ლუკას დინი, ხოლო ლუკას ერნანდესის მდგომარეობა, როგორც ლემარის და ტურამის ჯერ ბოლომდე გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა F ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება.

0.115509