ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი ჟორჟინიო ვეინალდუმი არ გამორიცხავს, რომ ჩეხეთთან მატჩში მოედანი დატოვოს თუ გულშემატკივრები რასისტული სახის შეურაცხყოფას მიაყენებენ.
მატჩი ბუდაპეშტში იმართება, სადაც უნგრეთი-საფრანგეთის თამაშისას ადგილობრივმა პუბლიკამ შეურაცხყოფა კილიან მბაპეს მიაყენა. ვეინალდუმი ამბობს, რომ თუ მასაც იგივე შეემთხვევა, თამაშს შეწყვეტს.
„ვფიქრობ, რომ უეფამ უნდა დაგვიცვას და საჭიროების შემთხვევაში თამაშის შეჩერებითაც ჩაერიოს. ეს პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს არ უნდა დაეკისროთ. ეს რომ მოხდეს, არ ვიცი, რას გავაკეთებ, პირველ რიგში მსაჯთან მივალ და დაველაპარკაები, ამასთანავე, არ გამოვრიცხავ, რომ თუ კვირას რაიმე მოხდება, მოედანი დავტოვო. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება“, - თქვა ვეინალდუმმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრები მერვედფინალში ბუდაპეტში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.