ფეხბურთი

15:52 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფავრი „კრისტალ პალასში“?

„კრისტალ პალასის“ ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში დაასახელებს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას. დიდი ალბათობით, ეს დორტმუნდის „ბორუსიის“ დამრიგებელი, ლუსიენ ფავრი იქნება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, „არწივები“ 63 წლის შვეიცარიელ სპეციალისტს სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ. „დორტმუნდთან“ მის ხელშეკრულებას კი ვადა 2020 წლის 31 ივნისს ეწურება.

გასულ სეზონში „კრისტალ პალასმა“ პრემიერლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა. რის შემდეგაც მათმა დამრიგებელმა, როი ჰოჯსონმა, სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ჰოჯსონი 9 აგვისტოს 74 წლის გახდება.

0.136546