ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის (2:2), ფრანგთა რიგებში ლუკა დინი შესვენების შემდეგ გამოჩნდა, რადგან დაცვის მარცხენა ფრთაზე ლუკას ერნანდესი მოვალეობას თავს ვერ ართმევდა.
მაგრამ დინმა მხოლოდ შვიდ წუთს დაჰყო მინდორზე. „ევერტონის“ უკანახაზელმა კუნთი გაიჭიმა და მოედანი დატოვა, მის მაგიერ შესულ ადრიენ რაბიოს კი უჩვეულო პოზიციაზე მოუწია გარჯა.
მატჩის შემდეგ ფრანგთა დამრიგებელმა, დიდიე დეშამმა, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს მათთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა, მაგრამ დინი ტურნირზე ვეღარ ითამაშებს.