ნორვეგიელმა ნახევარმცველმა, მარტინ ედეგორმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით „არსენალში“ გაატარა, დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს „რეალში“ დაბრუნდება.
„როცა „რეალი“ მიშვებდა, ნათლად მაგრძნობინეს, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. ასეც იქნება. ვბრუნდები. ჩემი სტატუსი - „რეალის“ ფეხბურთელია. კვირანახევარში გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ. კარლო ანჩელოსტისთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა, სხვებს ველაპარაკე გუნდში და ვიცი, რომ სიტუაცია კარგადაა.“ - ციტირებს ედეგორის სიტყვებს TV2.