ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უნგრეთთან მატჩის შემდეგ (2:2), გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ხასიათი გამოვავლინეთ, თუმცა ბევრი შეცდომებიც დავუშვით. კარგი საცქერი იყო როგორ იბრძოდნენ ჩვენი ფეხბურთელები მანამ, სანამ ანგარიში არ გაათანაბრეს. ძალიან რთული მატჩი გახლდათ, ვიცოდით, რომ უნგრელები ყველაფერს იღონებდნენ გასამარჯვებლად. ბედნიერი ვარ, რომ ჯგუფიდან გავედით.
გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ერთმანეთს ვენდობით და წარმატების იმედი გვაქვს. ახლა, მერვედფინალში ინგლისს ვეთამაშებით და კარგად უნდა მოვემზადოთ.“ - ციტირებს ლიოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.