ფეხბურთი

2:50 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელთა მწვრთნელი: "ლომებივით ვიბრძოდით და დიდი სახელების არ გვეშინოდა"

უნგრეთის ნაკრებს ძალიან ცოტა დააკლდა დიდ სენსაციამდე, მერვედფინალში გასვლამდე და გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩატოვებამდე. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი შეგირდები ლომებივით იბრძოდნენ.

„დაუჯერებელია, რომ იმედგაცრუებულები ვართ მიუნხენში 2:2-ის შემდეგ და გერმანელები ზეიმობენ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. დამწუხრებულები ვართ, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით კვალიფიცირებასთან და ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.

ისინი სამივე თამაშში ლომებივით იბრძოდნენ და მთელი ქვეყანა ამაყობს. ჩვენ არასდროს შეგვშინებია იმ დიდი სახელების, ვისთანაც ვითამაშეთ. ყველას წინააღმდეგ თანაბრად ვიბრძოდით და ვერავინ იწუწუნებს ჩვენს თამაშზე ან დამოკიდებულებაზე. თუმცა, ყველაზე ლამაზ ზღაპრებსაც არ აქვთ ბედნიერი დასასრული. ტექნიკურად ჩვენ არ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მაგრამ სხვა ასპექტებში, მაგალითად, ტაქტიკურად და ბრძოლის ჟინით, ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ“, - თქვა როსიმ.

შეგახსენებთ, უნგრეთის ნაკრებს მერვედფინალში გასვლამდე 6 წუთი დააკლდა, გერმანიასთან 2:2 ითამაშა, ხოლო საფრანგეთთან 1:1. მანამდე როსის გუნდმა პორტუგალიასთანაც იბრძოლა და 84-ე წუთამდე 0:0 იყო, მაგრამ ბოლო 6 წუთში 3 გოლი გაუშვა და წააგო.

0.116374