კალათბურთი

13:38 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი სტუმრად სეოკ-ში

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრს გიორგი შერმადინს. სეოკ-ის პრეზიდენტმა გიორგი შერმადინს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და სამახსოვრო ოლიმპიური მედალი გადასცა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და კლუბ „ლენოვო ტენერიფეს" ერთ-ერთი ლიდერი პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ევროპის საუკეთესო ჩემპიონატის - ACB ლიგის MVP (ყველაზე ძვირფასი მოთამაშე) გახდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჯამლეტ ხუხაშვილი.

GEONOC.ORG.GE

0.123107