ფეხბურთი

1:03 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი უფერული ფეხბურთით პირველია, ხორვატია მოდრიჩის შედევრით - მეორე

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფიდან მერვედფინალში ინგლისი, ხორვატია და ჩეხეთი გავიდნენ. ინგლისელებსა და ჩეხებს ეს საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, ხოლო ხორვატიამ შოტლანდიას პრაქტიკულად ფინალის ტოლფასი თამაში მოიგო.

გლაზგოში ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს - ფრეზე ორივე ჯგუფში ჩარჩებოდა და მერვედფინალში ავტომატურად უკრაინის ნაკრები გავიდოდა. თამაში საინტერესო გამოდგა და პირველ ტაიმში ვლაშიჩის გოლს მაკგრეგორმა უპასუხა.

თუმცა, ხორვატიას ჰყავს ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი - ლუკა მოდრიჩი. ხორვატმა ვარსკვლავმა 62-ე წუთზე ძალზე ეფექტური გოლი გაიტანა და სქოთები გატეხა. შემდეგ ივან პერიშიჩმა ყველაფერი დაამშვიდა და ხორვატიის ნაკრებმა 3:1 იმარჯვა.

პარალელურად, ინგლისის ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა. აქ პირველი ადგილის ბედი ირკვეოდა. ფრე ჩეხებს აწყობდათ, ინგლისს მხოლოდ გამარჯვება. მატჩის დასაწყისშივე რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი 80 წუთი იყო, არაფერი შეცვლილა.

ინგლისმა ჯგუფში გოლი არ გაუშვა, მაგრამ შეტევაში ეს გუნდი ძალიან ცუდად გამოიყურება და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. აქ მწირშედეგიანობაშიც არ არის საქმე - უბრალოდ გარეთ საუთგეიტის გუნდი სახიფათო მომენტებს პრაქტიკულად ვერ ქმნის. ასეა თუ ისე, ინგლისმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ხორვატია 4 ქულით მეორეზე გავიდა. ჩეხეთმაც 4 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში საუკეთესო მესამეადგილოსნების სტატუსით გავა. სხვათა შორის, ხორვატიამ ჩეხეთს უბრალოდ ერთით მეტი გატანილი გოლით აჯობა.

ხორვატია - შოტლანდია 3:1 (1:1)

გლაზგო, „ჰემპდენ პარკი“

ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, ვიდა, გვარდიოლი (ბარიშიჩი 71); კოვაჩიჩი, ბროჟოვიჩი; პერიშიჩი (რებიჩი 81), მოდრიჩი, ვლაშიჩი (ივანუსეჩი 76); პეტკოვიჩი (კრამარიჩი 70)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

შოტლანდია (3-5-2): მარშალი; მაკტომინეი, ჰენლი (მაკკენა 33), ტირნი; ო’დონელი (პატერსონი 84), არმსტრონგი (ფრეიზერი 70), მაკგინი, მაკგრეგორი, რობერტსონი; დიკსი, ადამსი (ნისბეტი 84)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გოლები: 1:0 ვლშიჩი (17), 1:1 მაკგრეგორი (42), 2:1 მოდრიჩი (62), 3:1 პერიშიჩი (77)

გაფრთხილება: ლოვრენი (26) - მაკკენა (34)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 10 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 4:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ნიკოლა ვლაშიჩი (ხორვატია)

მსაჯი: ფერნანდო რაპალინი (არგენტინა)

ჩეხეთი - ინგლისი 0:1 (0:1)

ლონდონი, „უემბლი“

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი; ციუფალი, ცელუსტკა, კალაში, ბორილი; ჰოლესი (ვიდრა 84), სოუჩეკი; მასოპუშტი (ჰლოჟეკი 65), დარიდა (კრალი 65), იანკტო (სევჩიკი 46); შიკი (პეკჰარტი 75)

მწვრთნელი: იაროსლავ სილჰავი

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი (მინგსი 79), მაგუაირი, შოუ; ფილიპსი, რაისი (ჰენდერსონი 46); საკა (სანჩო 84), გრილიში (ბელინგემი 68), სტერლინგი (რაშფორდი 67); კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლი: 0:1 სტერლინგი (12)

გაფრთხილება: ბორილი (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 5 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:5

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ბუკაიო საკა (ინგლისი)

მსაჯი: არტურ სოარეში დიაში (პორტუგალია)

1. ინგლისი 3 2 1 0 2 0 2 7
2. ხორვატია 3 1 1 1 4 3 1 4
3. ჩეხეთი 3 1 1 1 3 2 1 4
4. შოტლანდია 3 0 1 2 1 5 -4 1
0.209548