„დინამო თბილისში“ ნოდარ ქავთარაძე დაბრუნდა. ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
28 წლის ფეხბურთელმა „დინამოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა და 38-ნომრიანი მაისური მოირგო. ქავთარაძე თბილისურ გუნდში 2019 და 2020 წლებში თამაშობდა და 35 შეხვედრაში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.
გასული სეზონი მან უნგრულ „მეზოკოვესდში“ გაატარა, მაგრამ მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.
კარიერის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდში, ტვერის „ვოლგაში“, „დრუჟბასა“ და „ტიუმენში“ თამაშობდა.