იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ რეგრესი განიცადა.
ტოჩინოშინმა მაისის ბაშო ცუდად ჩაატარა, მან 5 ორთაბრძოლა მოიგო 10 კი მარცხით დაასრულა. ლევანი წინა სუპერტურნირზე მე-7 მაეგაშირა იყო, ახლა კი რეიტინგში 5 პოზიციით დაქვეითდა.
ზაფხულის პირველ სუპერტურნირზე ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს, რომელიც 4 ივლისს დაიწყება და 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება.