ფეხბურთი

12:25 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა აზარი შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ევრო 2020-ის ფინეთთან მესამე ტურის მატჩის შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს საკუთარი გუნდის კაპიტნის, ედენ აზარის შესახებ ესაუბრა, რომელიც ტურნირზე პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.

„აზარი აქტიური იყო, კარგ პოზიციებს პოულობდა და თავდაჯერებული ჩანდა. ახლა უკვე მის საფირმო პასებს და გოლებს უნდა დაველოდოთ.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.117871