ფეხბურთი

0:59 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანია მერვედფინალშია, რუსეთი - სახლში

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფიდან მერვედფინალში ბელგიის ნაკრებთან ერთად დანიის ნაკრები გავიდა. რობერტო მარტინესის გუნდს ეს საგზური ისედაც მოპოვებული ჰქონდა, ხოლო დანიამ მიუხედავად იმისა, რომ საწყის ტურებში ქულა ვერ მოიპოვა, მეორე ადგილი მაინც დაიკავა.

თავდაპირველად ვთქვათ, რომ ბელგიის ნაკრებმა ფინეთი დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა.

ბელგიამ 9 ქულით პირველი ადგილი დაისაკუთრა და მერვედფინალში მეტოქეს ელოდება, ხოლო ფინეთი 3 ქულით მესამე პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ძალიან მცირე შანსი აქვს საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდეს, რადგან შვეიცარიას და უკრაინას უკვე ჩამორჩება, ხოლო დანარჩენ სამ ჯგუფში ბოლო ტური სათამაშოა.

კოპენჰაგენში დანიის ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა! ფინეთთან და ბელგიასთან წაგებების შემდეგ სკანდინავიელებმა რუსები იოლად დაჯაბნეს, ულამაზესი გოლებიც გაიტანეს და ჯგუფიდან გავიდნენ.

დანიამ, ფინეთმა და რუსეთმა ჯგუფური ეტაპი 3-3 ქულით დაასრულეს, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსი დანიას აღმოაჩნდა, ყველაზე უარესი რუსეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.

დანიის ნაკრები კი მერვედფინალში უელსის ნაკრებს შეხვდება და მერვედფინალური ეტაპი სწორედ ამ შეხვედრით გაიხსნება. იმავე დღეს (26 ივნისს) იტალია ავსტრიას შეხვდება, ხოლო ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები თავიანთ მეტოქეებს ელიან.

სხვათა შორის, მესამე ტურში უთამაშებლად უკვე მოიპოვეს მერვედფინალში თამაშის უფლება შვეიცარიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, ჩეხეთმა და შვედეთმა.

ფინეთი - ბელგია 0:2 (0:0)

სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“

ფინეთი (3-5-2): ჰრადეცკილ ტოივიო, არაიური, ო’შენესი; რაიტალა, ლოდი (ფორსი 90), სპარვი (შულერი 59), კამარა, ურონენი (ალჰო 70); პოიანპალო (კაუკო 70), პუკი (იენსენი 90)

მწვრთნელი: მარკუ კანერვა

ბელგია (3-4-2-1): კურტუა; დენაიერი, ბოიატა, ვერმაელენი; ტროსარი (მუნიე 76), ვიტსელი, დე ბრუინი (ვანაკენი 90), შადლი; დოკუ, ე. აზარი; ლუკაკუ (ბენტეკე 84)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 ჰრადეცკი (75, ა.გ), 0:2 ლუკაკუ (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (1) – 14 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 0:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): კევინ დე ბრუინი (ბელგია)

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

რუსეთი - დანია 1:4 (0:1)

კოპენჰაგენი, „პარკენი“

რუსეთი (3-4-2-1): საფონოვი; დივეევი, ჯიქია, კუდრიაშევი (კარავაევი 68); მარიო ფერნანდეში, ოზდოევი (ჟემალეტდინოვი 61), ზობნინი, კუზიაევი (მუხინი 68); მირანჩუკი (სობოლევი 61), გოლოვინი; ძიუბა

მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი

დანია (3-4-3): შმეიხელი; კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი; ვასი (ლარსენი 60), ჰოიბერგი, დილეინი (იენსენი 86), მაეჰლე; ბრაითვაითი (კორნელიუსი 85), პოულსენი (დოლბერგი 60), დამსგაარდი (ნორგაარდი 72)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

გოლები: 0:1 დამსგაარდი (38), 0:2 პოულსენი (59), 1:2 ძიუბა (70, პენ), 1:2 კრისტენსენი (79), 1:4 მაეჰლე (82)

გაფრთხილება: კუდრიაშევი (28), დივეევი (76) - დილეინი (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 12 (2) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 3:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ანდრეას კრისტენსენი (დანია)

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

1. ბელგია 3 3 0 0 7 1 6 9
2. დანია 3 1 0 2 5 4 1 3
3. ფინეთი 3 1 0 2 1 3 -2 3
4. რუსეთი 3 1 0 2 2 7 -5 3
0.190246