ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი მერვედფინალისტი გაირკვა და ერთი წყვილიც შედგა - 26 ივნისს, ლონდონში იტალიის ნაკრები ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
C ჯგუფში ავსტრიელები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ და მატჩამდე ანდრეი შევჩენკოს გუნდი გაცილებით კარგ სიტუაციაში იყო, რადგან მეორე ადგილისთვის ფრეც ხელს აძლევდა, მაგრამ წააგო.
უკრაინამ ძალიან უსახური, უსუსური და ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ფრანკო ფოდას ავსტრია გაცილებით გააზრებულად და მოტივირებულად თამაშობდა. თამაში ავსტრიელებმა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიშიც დასაწყისში გახსნეს. კრისტოფ ბაუმგარტნერმა მეტოქის კარის დალაშქვრა თავური დარტყმით შეძლო და როგორც გაირკვა, მატჩის ბედი გადაწყვიტა.
უკრაინას დიდი დრო ჰქონდა გასათანაბრებლად, მაგრამ სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა და გოლთან უფრო ახლოს ავსტრიელები იყვნენ. ამრიგად, ფოდას გუნდმა 1:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ისტორიაში პირველად გავიდა.
პარალელურად ნიდერლანდების ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას როგორც მოსალოდნელი იყო ადვილად აჯობა. ჟორჟინიო ვეინალდუმმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთხელ თავი მემფის დეპაიმ გამოიჩინა. მაკედონიელთა ლეგენდამ გორან პანდევმა ეროვნულ გუნდში ბოლოჯერ ითამაშა. მას ნიდერლანდების 122-ნომრიანი მაისურიც გადასცეს საჩუქრად - 2001-2021 წლებში გორან პანდევმა ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში 122 თამაშში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატზე (ავსტრიასთან).
C ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი ადგილი 9 ქულით დაიკავა, ავსტრიას მეორე პოზიცია ერგო 6 ქულით, უკრაინამ 3 ქულით მესამე პოზიცია დაისაკუთრა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია ევრო 2020-ის უქულოდ დაემშვიდობა.
ნიდერლანდების მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, ხოლო ავსტრიას იტალიასთან მოუწევს მერვედფინალში თამაში (26 ივნისს). უკრაინის ნაკრებს ჯერ შანსი არ დაუკარგავს, მაგრამ 3 ქულით საუკეთესო 4 მესამეადგილოსნებში მოხვედრა სავარაუდოდ გაუჭირდება.
ჩრდ. მაკედონია - ნიდერლანდები 0:3 (0:1)
ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“
ჩრდ. მაკედონია (4-2-3-1): დიმიტრევსკი; რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი; ბარდი (სტოიანოვსკი 78), ადემი (ნიკოლოვი 78); ტრიჩკოვსკი (ჩურლინოვი 58), ელმასი, ტრაიკოვსკი (ჰასანი 68); პანდევი (კოსტადინოვი 69)
მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი
ნიდერლანდები (3-5-2): სტეკელენბურგი; დე ვრეი (ტიმბერი 46), დე ლიხტი, ბლინდი; დუმფრისი (ბერგიუსი 46), დე იონგი (გაკპო 79), ვეინალდუმი, გრავენბერხი, ვან აანჰოლტი; დეპაი (ვეგჰორსტი 66), მალენი (პრომესი 66)
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური
გოლები: 0:1 დეპაი (24), 0:2 ვეინალდუმი (51), 0:3 ვეინალდუმი (58)
გაფრთხილება: რისტოვსკი (18), მუსლიუ (48), ალიოსკი (65), კოსტადინოვი (84)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 13 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 3:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ჟორჟინიო ვეინალდუმი (ნიდერლანდები)
მსაჯი: ისტვან კოვაში (რუმინეთი)
უკრაინა - ავსტრია 0:1 (0:1)
ბუქარესტი, ეროვნული სტადიონი
უკრაინა (4-3-3): ბუშჩანი; კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო (ბესედინი 85); შაპარენკო (მარლოსი 68), სიდორჩუკი, ზინჩენკო; იამორლენკო, იარემჩუკი, მალინოვსკი (ციგანკოვი 46)
მწვრთნელი: ანდრეი შევჩენკო
ავსტრია (4-3-3): ბახმანი; ლაინერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ალაბა; შლაგერი, ლაიმერი (ილსანკერი 72), გრილიტჩი; ბაუმგარტნერი (შოპფი 33), არნაუტოვიჩი (კალაიჯიჩი 90), ზაბიტცერი
მწვრთნელი: ფრანკო ფოდა
გოლი: 0:1 ბაუმგარტნერი (21)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 13 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 1:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ფლორიან გრილიტში (ავსტრია)
მსაჯი: ჯუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
1. | ნიდერლანდები | 3 | 3 | 0 | 0 | 8 | 2 | 6 | 9 |
2. | ავსტრია | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 3 | 1 | 6 |
3. | უკრაინა | 3 | 1 | 0 | 2 | 4 | 5 | -1 | 3 |
4. | ჩრდ. მაკედონია | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 8 | -6 | 0 |