ფეხბურთი

17:21 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ჩალჰანოღლუს ტრანსფერი შეათანხმა

მილანის „ინტერი“ თურქეთის ნაკრებისა და „მილანის“ ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერზე შეუთანხმდა. Sky Sport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია.

თურქი სამედიცინო შემოწმებას 22 ივნისს გაივლის და „ინტერთან“ კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ის „ნერაძურის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ჩალჰანოღლუმ კარიერა „კარლრუეში“ დაიწყო, შემდეგ „ჰამბურგსა“ და „ლევერკუზენში“ ითამაშა, ხოლო 2017 წლიდან „მილანის“ წევრი იყო, რომლის რიგებში ჩატარებულ 172 თამაშში 32 გოლის გატანა მოახერხა. თურქეთის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 57 მატჩში 13 გოლია.

0.130548