საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა. 29 წლის ბასილაშვილი ამჟამად 1 985 ქულით 28-ე ადგილზე იმყოფება, რაც 2021 წელს მისი საუკეთესო შედეგია.
ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით მოახერხა ორი ნაბიჯით წინა წაწევა.
რეიტინგის ლიდერი ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია. იგი ხუთეულში მყოფ დანილ მედვედევს, რაფაელ ნადალსა და სტეფანოს ციციპასს უსწრებს.