იტალიური „მილანის“ ყოფილმა მცველმა ალესანდრო ნესტამ ლიონელ მესისთან დაპირისპირება გაიხსენა და თქვა, რომ ამან ის ფსიქოლოგიურად გაანადგურა.
„დეპრესიაში ჩავვარდი, როდესაც 10 წუთში 10-ჯერ მომატყუა. მეათე ჯერზე ფეხში ჩავარტყი და მიწაზე ძალაგამოცლილი დავეცი. მე უკვე ვარსკვლავებს ვხედავდი და მან მაშინვე ხელი გამომიწოდა წამოსაყენებლად. მიწაზე ვიყავი, ორ წამში თვალები გავახილე და ვხედავ მის გაშლილ ხელს, რომელიც წამოდგომაში მეხმარებოდა. მაშინ მან მენტალურად გამანადგურა“, - თქვა ნესტამ.
შეგახსენებთ, ალესანდრო ნესტას და „მილანს“ 2011-2012 წლების სეზონში მესისა და „ბარსელონასთან“ თამაში ოთხჯერ მოუწიათ - ორჯერ ჯგუფურ ეტაპზე და ორჯერაც მეოთხედფინალში.