ფეხბურთი

10:28 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტა: "სუპერლიგა ცოცხალია და უეფას მონოპოლია უნდა დაინგრეს"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ აქციონერთა კრებაზე სუპერლიგის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი ცოცხალია.

„სუპერლიგა ცოცხალია. თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო მიმზიდველი და მდგრადი გახდეს, ეს უნდა გავაკეთოთ. უეფამ დისციპლინალური პროცედურა გააუქმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშოთ, ჩვენ მართლები ვართ.

მხოლოდ ორი კლუბი გავიდა პროექტიდან ნებაყოფლობით, დანარჩენები, მაგალითად, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „მილანი“ უეფას ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. ინგლისური კლუბები სუპერლიგის პრომოუტერები იყვნენ, მათ შეეშინდათ უეფას მხრიდან განხორციელებული ზეწოლის. ვფიქრობ, რომ ახლა ისიცინი გასვლას ნანობენ.

უეფას არ უნდა დიალოგი და ეს ჩვენთვის გაუგებარია. გვინდა ჩვენი ბედის პატრონები ვიყოთ და ბოდიში ამის გამო არ უნდა მოვიხადოთ. ჯარიმებსაც არ გადავიხდით, ვინაიდან მართლები ვართ. თუ შევადარებთ სუპერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის თანხებს, შედარება არ გამოვა, რადგან საუბარია ერთი მხრივ 180 მილიონზე და მეორე მხრივ 400 მილიონზე. გვინდა უეფასთან და ფიფასთან დიალოგი დავიწყოთ, ფიფა უფრო ახლოსაა ჩვენს მიდგომასთან. დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირის დამტკიცებას მოვახერხებთ. უეფასთან დიალოგისთვის ვმუშაობთ, რაც ადვილი არ იქნება, რადგან ასე მათ მიერ აშენებული მონოპოლია დაინგრევა. უეფამ დაგვაპატიმრა, მაგრამ ეს მონოპოლია უნდა დაინგრეს“, - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგა 12-მა კლუბმა დააარსა, მაგრამ ამ დროისთვის მას მხარს ღიად მხოლოდ სამი კლუბი უჭერს - „ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“.

0.116348