დანიის ნაკრების კაპიტანმა სიმონ კიაერმა კრისტიან ერიკსენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია, მან დრო საკუთარ ოჯახთან ერთად მშვიდად გაატაროს.
„ის დღე არასდროს დამავიწყდება. ბედნიერები ვართ, რო კრისტიანი კარგადაა. მას გრძელი გზა აქვს გასავლელი. მოდით, ნება მივცეთ, დრო ოჯახთან ერთად გაატაროს“, - თქვა კიაერმა.
შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენმა საავადმყოფოში ექვსი დღეე გაატარა და ამჟამად სახლში იმყოფება. მას გულის შეტევა დანია - ფინეთის მატჩის პირველ ტაიმში დაემართა.