ფეხბურთი

14:42 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ბარსელონაში" იმაზე ცუდი ვითარება დამხვდა, ვიდრე ველოდი"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბში იმაზე ცუდი სიტუაცია დახვდა, ვიდრე ელოდა, რომ იქნებოდა.

„კლუბში იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე ველოდი. ყველაფერს ახსნა სჭირდება და ამის გაკეთება მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც ამ სიტუაციის თანამონაწილენი ვიქნებით. არსებობს გადაჭარბებული კონტრაქტები და ხარჯები“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტზე გაზაფხულზე დაბრუნდა. კლუბმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ოთხი ფეხბურთელი დაიმატა.

0.122649