ფეხბურთი

14:06 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: "სავსე სტადიონზე თამაშს გადავეჩვიეთ და ამიტომ ვერ მოვიგეთ"

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა უნგრეთთან (1:1) ვერმოგება გულშემატკივრებს დააბრალა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, სავსე სტადიონზე თამაშს გადაეჩვივნენ.

„რთული მატჩი იყო სტადიონზე გულშემატკივრების ყოფნის გამო. ჩვენ სავსე სტადიონზე თამაშს გადავეჩვიეთ და ამიტომაც, ვერ მოვიგეთ“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში 23 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. უნგრეთის ნაკრების კარში კი გოლი სწორედ გრიზმანმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

0.107253