ლეგენდარული ესპანეთი ფეხბურთელი სერხიო რამოსი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადავა. ესპანელის მიმართ ინტერესი დიდია და როგორც ცნობილი გახდა, დაინტერესებულია „მილანიც“.
იტალიური გრანდის დირექტორი პაოლო მალდინი რამოსს ტელეფონით ესაუბრა და მისი პირობები მოისმინა. აღსანიშნავია, რომ რამოსი მალდინის დიდი თაყვანისმცემელია და ეს არასდროს დაუმალავს.
როგორც El Chiringuito იტყობინება, რამოსს სურს, რომ წელიწადში მისი ხელფასი 15 მილიონი ევრო იყოს. ეს კი „მილანის“ შანსებს ძალიან ამცირებს, თუ საერთოდ არ ანულებს. „როსონერის“ არ აქვს ისეთი ფინანსური რესურსი, რომ ესპანელ ფეხბურთელს ხელფასის სახით ასეთი სერიოზული თანხა გადაუხადოს, თუმცა, ცხადია, ჯერჯერობით, ტრანსფერის ალბათობა არსებობს.
სერხიო რამოსისთვის ბრძოლაში ამ დროისთვის ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მიიჩნევა. შეგახსენებთ, სერხიო რამოსმა „რეალი“ უკვე დატოვა და კლუბს დაემშვიდობა.