საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელი კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 0:3 წააგო.
ამრიგად, აღნიშნული ზონის A ჯგუფში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა და გადამწყვეტ შეხვედრას 19 ივნისს B ჯგუფის მეორეადგილოსან ირლანდიასთან გამართავს. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული კი 2022 წელს მსოფლიოს მეორე ჯგუფის ფლეი ოფში ითამაშებს.