სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:54 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადა" რობერტ მორენომ ჩაიბარა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რობერტ მორენომ "გრანადა" ჩაიბარა. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ესპანელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მორენომ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო და რამდენიმე კლუბში მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. ესპანეთის ნაკრებს რობერტი 2019 წელს წვრთნიდა, ხოლო 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარში "მონაკოს" ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115907