ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის მეორე ტურში შვედეთის ნაკრები სანქტ-პეტერბურგში სლოვაკეთს დაუპირისპირდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
შვედებმა პირველ ტურში ესპანეთთან უგოლო ფრე ითამაშეს, მაგრამ სლოვაკეთთან მოგებას ძალიან დიდი ფასი ჰქონდა, ხოლო სლოვაკეთს პოლონეთთან მოგების შემდეგ ფრეც ხელს აძლევდა.
თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. უფრო მეტიც, სლოვაკეთმა თამაში ისე დაასრულა, რომ კარში არც დაურტყამს, ხოლო შვედები უფრო აქტიურები იყვნენ და მიზანს მიაღწიეს.
მატჩის ბედი რობინ ქუაისონის მოპოვებულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ემილ ფორსბერგმა გაიტანა. ეს 77-ე წუთზე მოხდა და შვედეთის ნაკრებმა მოიგო. სხვათა შორის, შვედეთს ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში 26 გოლი გაუტანია და 23 მეორე ტაიმზე მოდის.
შვედეთმა 4 ქულა დააგროვა და მესამე ტურში პოლონეთს შეხვდება, ხოლო 3-ქულიანი სლოვაკეთის მეტოქე ესპანეთია.
შვედეთი - სლოვაკეთი 1:0 (0:0)
სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“
შვედეთი (4-4-2): ოლსენი; ლუსტიგი, ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი (ბენგტსონი 88); ს. ლარსონი, ოლსონი (კლაესონი 64), ეკდალი (სვენსონი 88), ფორსბერგი (კრაფტი 90); ბერგი (კუასიონი 64), ისაკი
მწვრთნელი: იანე ანდერსონი
სლოვაკეთი (4-2-3-1): დუბრავკა; პეკარიკი (ჰარასლინი 65), შატკა, შკრინიარი, ჰუბოჩანი (ჰანცკო 84); კუცკა, ჰროსოვსკი (დურიში 84); კოშელინიკი, ჰამშიკი (ბენეში 77), მაკი (ვაისი 77); დუდა
მწვრთნელი: შტეფან ტარკოვიჩი
გოლი: 1:0 ფორსბერგი (77, პენ)
გაფრთხილება: ოლსონი (23) - დუბრავკა (76), დუდა (80), ვაისი (87)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 5 (0) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ალექსანდერ ისაკი (შვედეთი)
მსაჯი: დანიელ შიბერტი (გერმანია)