სხვა

12:28 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგორ გადაურჩა ბრედ პიტი ტაისონის მუშტებს...

ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი თავისი ცხოვრებისა და მეტადრე სპორტული კარიერის მანძილზე მთლად დალაგებული და ბუნჩულა კაცი არასოდეს ყოფილა. მაიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, უხვად ნახავთ ეპიზოდებს, როდესაც “რკინის მაიკს“ ყოფით ცხოვრებაში მუშტი უხმარია და ამის გამო პრობლემებიც მრავალგზის შექმნია. თუმცა ტაისონი ყოველთვის მტყუანი როდი იყო...

რამდენიმე დღის წინ, ამერიკელმა “ყვითელმა“ ჟურნალისტებმა გაიხსენეს დიდი ხნის წინ მომხდარი შემთხვევა, როდესაც მაიკ ტაისონს ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი კინაღამ შემოაკვდა მას შემდეგ, რაც ბრედს საკუთარ სახლში აწუკვე ყოფილ ცოლთან - გივანსთან მოკოტრიალეს და მოჩაუქეს დაადგა თავზე. ეს ფაქტი მოგვიანებით ტაისონმაც დაადასტურა.

ასეთი სცენის ხილვა რიგითი მოკვდავისთვისაც კი აუტანელია და რა გასაკვირია, რომ მრისხანე “რკინის მაიკი“ კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ბრედ პიტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შესაშური სიცქვიტე გამოამჟღავნა და სანამ ტაისონის მუშტებქვეშ დალევდა სულს, დროულად უშველა თავს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღალატის სცენის გაგრძელება ადვილი და მძიმედ წარმოსადგენია...

0.147345