დანიის ნაკრების კაპიტანმა სიმონ კიაერმა დიდი წვლილი შეიტანა თანაგუნდელის, კრისტიან ერიკსენის სიცოცხლის გადარჩენაში. სწორედ მან აღმოუჩინა კრისტიანს პირველადი დახმარება.
კიაერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ეს იყო შოკი, რომელიც არასდროს დაავიწყდება.
„ეს იყო განსაკუთრებული დღეები, როდესაც ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყო. ეს იყო შოკი, რომელიც ჩემი და ჩვენი ნაწილი სამუდამოდ იქნება. ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, ის არის, რომ კრისტიანი კარგადაა. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ ვიმოქმედეთ გუნდურად და როგორ ვიყავით გაერთიანებული ამ რთულ პერიოდში. ჩვენ თამაშს ვაგრძელებთ და კრისტიანისთვის და როგორც ყოველთვის დანიისთვის. ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია. როგორც ყოველთვის: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - დაწერა კიაერმა.
შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეორე ტურში ბელგიასთან წააგო (1:2) და ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია, მაგრამ ბოლო ტურში რუსეთს თუ დაამარცხებს, არსებობს შანსი, რომ ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდეს.