ფეხბურთი

20:16 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ტომორი გამოისყიდა

იტალიურმა „მილანმა“ ლონდონის „ჩელსისგან“ ცენტრალური მცველი ფიკაიო ტომორი გამოისყიდა. ინფორმაცია „როსონერიმ“ ოფიციალურად დაადასტურა.

ტომორი „მილანში“ იანვრიდან იჯარით თამაშობდა, მაგრამ ახლა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერი იტალიურ გრანდს 28 მილიონი ევრო დაუჯდა.

აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში ფიკაიო ტომორიმ „მილანის“ რიგებში ყველა ტურნირზე 22 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.125319