„მილანის“ ყოფილი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ სამედიცინო შემოწმებას ორშაბათ დილით, 21 ივნისს გაივლის - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
შემოწმება იტალიის ნაკრების ბაზაზე ჩატარდება.
წინა დღეებში გაცხადდა, რომ დონარუმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს.