ფეხბურთი

10:24 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იარემჩუკი: „მაკედონიასთან მატჩი ერთ-ერთი ურთულესი იქნება უკრაინის ნაკრებისთვის“

ბელგიური „გენტისა“ და უკრაინის ნაკრების 25 წლის შემტევი, რომან იარემჩუკი, ჟურნალისტებს ევრო 2020-ზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოსალოდნელი მატჩის შესახებ ესაუბრა.

„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ურთულესი მატჩი იქნება უკრაინის ნაკრებისთვის. ბევრი ჯეროვნად ვერ აფასებს ჩრდილოეთ მაკედონიის ძალას. არადა, მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ. საკუთარ თამაშს უნდა მივხედოთ და აგრესიულად ვიმოქმედოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას.

მართალია, მაკედონიელებს არ ჰყავთ დეპაის, დე იონგისა და ვეინალდუმის დონის მოთამაშეები, მაგრამ მათ აქვთ გუნდურობა, იდეა მინდორზე, ბრძოლისუნარიანობა. ამიტომ ძალიან რთული მატჩი გველის.“ - ციტირებს იარემჩუკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

უკრაინა - ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა დღეს, 17 ივნისს, ბუქარესტში გაიმართება და თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

0.120221