ინგლისელი ფეხბურთელი დანი როუზი "უოტფორდმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მცველი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
როუზს ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 1 ივლისს დაუსრულდება და გუნდს დატოვებს. გასული სეზონი ფეხბურთელმა მთავარ გუნდში არ გაატარა და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. როუზი ინგლისის ყველა ასაკობრივ და ასევე ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა.