ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე სტარტი მეორე ტურმა აიღო, კერძოდ, B ჯგუფიდან, სადაც რუსეთის ნაკრებმა ფინეთს სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა.
პირველ ტურში ფინელებმა სენსაციურად დანიას აჯობეს, ხოლო რუსეთმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და ბელგიასთან უშანსოდ დამარცხდა. ამჯერად, სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა ივარგა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
არადა, ფინეთმა მესამე წუთზე გაიტანა, თავი პოიანპალომ გამოიჩინა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა, ძალიან მცირე თამაშგარის გამო. პრინციპში ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც ფინელებმა რუსეთის დაცვა აანერვიულეს და ძირითადად შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ.
რუსეთის ნაკრები კი უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაიხსნა. ალექსეი მირანჩუკმა ძალიან ტექნიკურად ითამაშა და ულამაზესი გოლით რუსეთი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში მასპინძლებს საგოლე შანსები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და მინიმალურად იმარჯვეს.
ამრიგად, რუსეთსა და ფინეთს 3-3 ქულა აქვთ, ბოლო ტურში ფინელები ბელგიას და რუსები დანიას შეხვდებიან. მანამდე, ამ ჯგუფის მეორე ტურში დანია და ბელგია შეხვდებიან. თამაში 17 ივნისს გაიმართება.
ფინეთი - რუსეთი 0:1 (0:1)
სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“
ფინეთი (3-5-2): ჰრადეცკი; ტოივიო (იენსენი 85), არაიური, ო’შანესი; რაიტალა (სოირი 75), ლოდი, შულერი (კაუკო 67), კამარა, ურონენი; პუკი (ლაპალაინენი), პოიანპალო
მწვრთნელი: მარკუ კანერვა
რუსეთი (3-4-2-1): საფონოვი; ბარინოვი, დივეედი, ჯიქია; ფერნანდეში (კარავაევი 26), ოზდოევი (ჟემალეტდინოვი 61), ზობნინი, კუზიაევი, მირანჩუკი (მუხინი 85), გოლოვინი; ძიუბა (სობოლევი 85)
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი
გოლი: მირანჩუკი (45)
გაფრთხილება: კამარა (22), ო’შონესი (90) - ბარინოვი (27), ოზდოევი (34), ჯიქია (85)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 11 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 2:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ალექსეი მირანჩუკი (რუსეთი)
მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)
1. | ბელგია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | 3 | 3 |
2. | ფინეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 1 | 1 | 0 | 3 |
3. | რუსეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 1 | 3 | -2 | 3 |
4. | დანია | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | -1 | 0 |