ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი მარკო არნაუტოვიჩი ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.
უეფამ ავსტრიელი ფეხბურთელი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლის ზედმეტად ემოციური აღნიშვნისთვის დასაჯა. მარკოს თავდასხმის ობიექტი ეზგიან ალიოსკი გახდა, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. შედეგად, ინციდენტზე იმსჯელეს და ავსტრიელი დასაჯეს.
შეგახსენებთ, რომ მარკო არნაუტოვიჩმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საბოლოო ანგარიში (3:1) დააფიქსირა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ავსტრიის ნაკრები მეორე ტურში 17 ივნისს ნიდერლანდებს ამსტერდამში ესტუმრება.