ჩოგბურთი

17:29 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყოფილ ჩემპიონებს უიმბლდონზე უაილდ ქარდით მიიწვევენ

უიმბლდონის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ტურნირის ყოფილი ჩემპიონები, ვენუს უილიამსი და ენდი მარი, უაილდ ქარდით მისაწვევ ჩოგბურთელთა პირველად სიაში არიან შეყვანილი.

უილიამსი 41 წლისაა და თავის კარიერაში მოპოვებული დიდი სლემის 7 ტიტულიდან, ხუთი სწორედ ლონდონში აქვს მოგებული. მაგრამ ამერიკელს ამჟამად რეიტინგში 103-ე ადგილი უკავია, რის გამოც, თეორიულად, ძირითად ბადეში ვერ ხვდება.

ვენუსმა საფრანგეთის ღია პირველობაზე არ ითამაშა, ავსტრალიის ღია პირველობას კი მეორე წრეში გამოეთიშა. მას შემდეგ, ყველა ტურნირზე, რომლებშიც იასპარეზა, პირველივე წრეში მარცხდებოდა.

მარის უიმბლდონი 2013 და 2016 წლებში აქვს მოგებული. მაგრამ ამჟამად რეიტინგში მხოლოდ 124-ე ადგილზეა და დიდი ალბათობით, ძირითადი ბადის გარეთ რჩება. ბრიტანლ ჩოგბურთელს უკვე რამდენიმე სეზონია, ტრავმები აწუხებს, რის გამოც, ფორმაში შესვლას ვერ სხერხებს.

2019 წელს მარიმ თეძოს ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ დაბრუნების ყოველ მცდელობაზე, ახალი ტრავმა იჩენს ხოლმე თავს. თითქმის სამწლიანი უქმეობის შემდეგ, მარი ქვინზ კლაბის ჩემპიონატზე დაბრუნდა და პირველ წრეში, 6-3, 6-2 მოუგო ფრანგ ბენუა პერს.

0.147194