ფეხბურთი

18:24 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თურქული კლუბი მზად არის ხოჭოლავას სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გადაიხადოს

საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლოა დონეცკის „შახტარი“ დატოვოს. უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელით თურქული „ტრაბზონსპორია“ დაინტერესებული.

თურქები მზად არიან ხოჭოლავას სანაცვლოდ უკრაინულ გუნდს 2.5 მილიონი ევრო გადაუხადონ და ფეხბურთელი გაიფორმონ. აღსანიშნავია, რომ დონეცკელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, იტალიელი რობერტო დე ძერბი, რომლის გეგმებში შედის თუ არა ხოჭოლავა, ჯერ უცნობია.

დე ძერბიმ ისიც თქვა, რომ „შახტარს“ სურს ორი ცენტრალური მცველი იყიდოს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველმა მცველმა შესაძლოა გუნდი მართლაც დატოვოს. იქამდე, უკრაინელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს და ხოჭოლავაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

28 წლის დავით ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობს და 83 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ის სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ორჯერ უკრაინის თასის მფლობელი, ხოლო ერთხელ უკრაინის სუპერთასი მოიგო.

0.115804