ფეხბურთი

13:22 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" დე პაულის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

მადრიდის „ატლეტიკო“ არგენტინის ნაკრებისა და „უდინეზეს“ ნახევარმცველ როდრიგო დე პაულის შეძენასთან ახლოსაა. Sky Sport-ის ცნობით, იტალიური და ესპანური კლუბები უკვე შეთანხმდნენ და ინფორმაცია კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ დადასტურდება.

„უდინეზე“ დე პაულის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ გარიგების საფუძველზე იტალიელები 35 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო არგენტინელი „როხიბლანკოსთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მადრიდელებმა „მილანის“ კონკურენცია დაძლიეს, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო როდრიგოს შეძენით.

დე პაულმა გასულ სეზონში „უდინეზეს“ მაისურით 38 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ის იტალიურ გუნდში 2016 წლიდან თამშობს და 184 თამაშში 35 გოლი და 36 საგოლე გადაცემა მიითვალა.

არგენტინელს ესპანეთშიც უთამაშია და 2014-2016 წლებში „ვალენსიას“ წევრი იყო, ხოლო კარიერა სამშობლოში, „რასინგში“ დაიწყო. არგენტინის ნაკრებში მას 17 თამაში აქვს ჩატარებული.

0.113253