მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქების დაწყება გადაავადა, ფორმულა ერთის ბრიტანული დიდი პრიზი მაინც მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.
ბრიტანეთის მთავრობას, შეზღუდვების ბოლო ფასის დასაწყებად, 21 ივნისი ჰქონდა დათქმული, მაგრამ ინფექციების რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო, ვადა თითქმის ერთი თვით გადაიტანა. ამის მიუხედავად, რბოლაზე დასწრება დაშვებულია.
რბოლასა და უიმბლდონის ფინალებზე დასწრება დაშვებულია სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც, დიდ შეჯიბრებზე, სოციალური დისტანცირების შეზღუდვების გაუქმების შედეგების შესწავლაა. ეს პროგრამა აპრილში დაიწყო და მასში საფეხბურთო ასოციაციის ნახევარფინალური შეხვედრაც (უემბლიზე) იყო შეტანილი.
გასულ სეზონში სილვერსტოუნზე ორი რბოლა ჩატარდა, მაგრამ ორივე მაყურებლის გარეშე. შედარებისთვის, 2019 წელს რბოლას 141 000 მაყურებელი ჰყავდა. ახლახანს „სილვერსტოუნის“ მფლობელებმა ბილეთების მფლობელებს მისწერეს, რომ დიდი ალბათობით, წლევანდელ რბოლას მაყურებელი დაესწრება.
ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა 18 ივლისს არის დანიშნული.