ევროპის ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუმ შესანიშნავად დაიწყო და უნგრეთის ნაკრებთან მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა, თან რეკორდებიც დაამყარა.
რონალდუს ანგარიშზე ახლა ერთბაშად სამი ახალი რეკორდია: ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (11 გოლი), პირველი ფეხბურთელია, ვინც ხუთ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ხუთივეზე გოლი გაიტანა.
კრიშტიანუმ მიშელ პლატინის გადაასწრო. აქამდე, მასთან ერთად 9 გოლით იყოფდა ლიდერობას, მაგრამ ახლა 2 გოლით გაუსწრო და შანსი აქვს, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.
რონალდუს 2004 წლიდან ყველა დიდ სანაკრებო ფორუმზე აქვს გოლი გატანილი - ხუთ ევროპის ჩემპიონატსა და ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში გერმანიის ნაკრებს შეხვდება (19 ივნისს).