დანიის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა გულის შეტევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში თავისი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული, იღიმის და თქვა, ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველას მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი თბილი შეტყობინებებისთვის და უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადმომეცით. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. ამ გარემოებში კარგად ვარ. კიდევ უნდა გავიარო რამდენიმე გამოკვლევა საავადმყოფოში, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ახლა დანიის ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებს ვუგულშემატკივრებ, საუკეთესოს გისურვებთ“, - დაწერა მან.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენს დანია - ფინეთის მატჩის პირველ ტაიმში გული გაუჩერდა და იქ ექიმების დროულმა რეაგირებამ გადაარჩინა. ფეხბურთელი ჯერჯერობით ისევ ჰოსპიტალში რჩება, რამ გამოიწვია გულის შეტევა, ამ ეტაპზე უცნობია.