ფეხბურთი

14:48 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ევრო 2020-ის განაცხადში მეკარე შეცვალეს

ინგლისის ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ ევრო 2020-ის განაცხადში ცვლილება მოხდა.

კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის, დინ ჰენდერსონის ნაცვლად, რომელსაც ბარძაყი სტკიოდა და ვერ ვარჯიშობდა, „შეფილდ იუნაიტედის“ კარის დარაჯი, 23 წლის აარონ რემსდეილი გამოიძახეს.

ევრო 2020-ის პირველ ტურში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ხორვატიისას 1:0 მოუგო. 18 ივნისს კი, ლონდონში, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.121169
სარეკლამო ადგილი - 99
X x X