უეფას კონფერენს ლიგის 2021-2022 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების, "დინამო ბათუმის", გორის "დილას" და "გაგრას" მეტოქეები ცნობილია.
სამივე გუნდი განუთესავი იყო და თითოეულს ოთხ-ოთხი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა. წილისყრის შედეგად ქართულ კლუბებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ:
"ჟილინა" (სლოვაკეთი) - "დილა"
"დინამო ბათუმი" - "ტრე პენე" (სან მარინო)
"გაგრა" - "სუტიესკა" (მონტენეგრო)
შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.