ძიუდო

16:35 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. ქართველებმა ასპარეზობა D ჯგუფში დაიწყეს, სადაც კუბას დამაჯერებლად 4:1 აჯობეს.

თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა და მომდევნო შეხვედრა საქართველომ საფრანგეთთან დაძაბულ ბრძოლაში 3:4 წააგო, არადა 3:2-ს იგებდა და ახლოს იყო ნახევარფინალთან. შედეგად, საქართველომ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბრაზილიას დაუპირისპირდა.

სამხრეთამერიკელთა უპირატესობა დიდი იყო და ბრაიზილიის ნაკრებმა 4:1 იმარჯვა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობას დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურად 4 მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოს ისტორიაში სარეკორდო შედეგია. ოქროს მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა, ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი, ხოლო ბრინჯაო ილია სულამანიძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა დაისაკუთრეს.

0.116683