„მილანისა“ და იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, მალე „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე გახდება - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, დონარუმა სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას, იტალიისა და შვეიცარიის ნაკრებთა ევრო 2020-ის მატჩის შემდეგ გაივლის, რომელიც 16 ივნისს გაიმართება.
მხარეებმა თითქმის დაამთავრეს მოლაპარაკება და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.