საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰაეს ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში რეიტინგის 262-ე ნომერი, გერმანელი როდოლფ მოლეკერი ორ სეტში 2:0 დაამარცხა.
შეხვედრა საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა ორივე სეტი ტაიბრეიბკზე მოიგო. პირველად 9:7, ხოლო შემდეგ 7:5 და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
29 წლის ჩოგბურთელმა 6 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მისმა მეტოქემ 13 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა მიითვალა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში რეიტინგის 96-ე ნომერ და ისევ გერმანელ, იანიკ ჰანფმანს 13 ივნისს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - როდოლფ მოლეკერი 2:0 (7:6, 7:6)