ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა. კანარიელებმა კატალონელებს გადამწყვეტ შეხვედრაში წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და სერიის მესამე შეხვედრა 72:89 წააგეს.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 22:06 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრში შეტევაში საკმაოდ პასიური იყო.
„ლენოვო ტენერიფემ“ ნახევარფინალური სერია 1:2 წააგო და ლიგა ენდესას 2020-2021 წლების სეზონს ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.