იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის პირველ ტურში თურქეთის ნაკრებს 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. როგორც მანჩინიმ აღნიშნა, ლამაზი საღამო იყო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ექნებათ მსგავსი საღამოები.
„პირველ ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ, როდესაც გოლი გავიტანეთ, ეს იყო დებიუტო და შესანიშნავი მეტოქე გვყავდა. პუბლიკაც დაგვეხმარა და ძალიან ბედნიერები ვართ. გუნდმა მართლაც კარგად ითამაშა. გადამწყვეტი იყო ბურთის სწრაფად მოძრაობა, როდესაც შეტევის მიმართულებას საპირისპირო ფლანგზე ვცვლიდით და იქ ყოველთვის ვახერხებდით თავისუფალი კაცის ყოლას. მნიშვნელოვანი იყო რომში ასეთი დასაწყისი, ყველა იტალიელი ამ თამაშით კმაყოფილი იქნება. ლამაზი საღამო იყო, იმედი მაქვს, სხვებიც ასეთი იქნება. ნაბიჯი „უემბლისკენ“? ჯერ კიდევ გრძელია, კიდევ 6 თამაში დარჩა”, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მეორე ტურში 16 ივნისს, შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ისევ რომის „ოლიმპიურ სტადიონზე“ ითამაშებს.