ვალტერი ბოტასმა აზერბაიჯანის დიდი პრიზი ჩააგდო. კვალიფიკაცია მეათეზე, რბოლა კი უქულოდ, მე-12 ადგილზე დაასრულა. მისი გამოსვლის შემყურე, ვერავინ იფიქრებდა, ასე სუსტად შეიძლება იმ მანქანით რბოლა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ჩემპიონატში ვერავინ უგებს.
რა თქმა უნდა, „მერსედესმა“ მისი ჩავარდნის მიზეზი გამოიკვლია და დაადგინა, რომ ყველაფერი თავად ბოტასის ბრალი იყო. საქმის ვითარებაში, გერმანული გუნდის ტექნიკური დირექტორი, მაიკ ელიოტი გვარკვევს:
„ბაქოს ტრასაზე, ერთი-ერთი ყველაზე რთული ამოცანა, წინა ბორბლების გახურებაა. გარდა ამისა, აქ მრბოლებს თავდაჯერება ყველაზე მეტად სჭირდებათ - აქ კედლები ძალიან ახლოსაა და მცირე შეცდომაც საკმარისი იქნება, რომ რომელიმეს შეეჯახო. და ეს ორი რამ, ურთიერთკავშირშია.
თუ თავდაჯერებული ხარ, შენი ტემპი მაღალია და მოსახვევებში კედლებთან უფრო ახლოს გაივლი და საბურავებიც ინტენსიური დატვირთვის წყალობით, უკეთ ხურდება. ამ შემთხვევაში, გზასთან ჩაჭიდება იზრდება და ეს სიჩქარეზეც აისახება. ეს აღმავალი სპირალივითაა.
მაგალითად, ლუისს მესამე ვარჯიშის დროს, მცირე პროგრესი ჰქონდა. ეს მას იმაში დაეხმარა, რმ მანქანისგან მაქსიმუმი გამოეწურა. შედეგად, თუ თავიდან მდევრები ვიყავით, შემდეგ ლიდერები გავხდით. მაგრამ ვალტერიმ ეს ვერ შეძლო. თავდაჯერება არ ეყო ამისთვის და შედგიც შესაბამისი მივიღეთ“.