საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ ბედნიერი არაა. როგორც მან აღნიშნა, ის ყველა მატჩის თამაშსაა მიჩვეული, მაგრამ გასულ სეზონში ასე არ იყო.
„ბარსელონაში“ ბედნიერი არ ვარ? ასეა. ჩემპიონობა დავკარგეთ, მაგალითად ეს მაწუხებს. სეზონის დასაწყისშიც არ ვიყავი ბედნიერი, რადგან არ ვთამაშობდი, თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ ვერ ვგრძნობდი. მე ყველა თამაშში თამაშს ვარ მიჩვეული, განსაკუთრებით დიდ შეხვედრებში, ამის ნაცვლად კი სკამზე ვიჯექი, მაგალითად „რეალთან“. მტკივნეულია, როდესაც ხედავ თანაგუნდელების გახურებას მოედანზე შენ მათთან არ ხარ. თუმცა, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და ჩვენ ის უნდა მივიღოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მწვრთნელს აზრი შევაცვლევინოთ“, - თქვა გრიზმანმა ფრანგულ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გრიზმანმა ყველა ტურნირზე 51 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 20 გოლის გატანა მოახერხა.