ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. რეიტინგის 221-ე ნომერმა მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
მარიამის მეტოქე ბრაზილიელი ინგრიდ გამარა მარტინსი იყო, რომელსაც ზედმეტო პრობლემების გარეშე - 6:3, 6:1 სძლია.
შედარებით დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, თუმცა მეორე სეტში ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად ითამაშა და კითხვის ნიშნების გარეშე იმარჯვა.
მარიამი აღნიშნულ ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მისი მომდევნო მეტოქე კი ფრანგი ჯესიკა პონშე იქნება, რომელსაც 11 ივნისს დაუპირისპირდება.