საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი „ლენოვო ტენერიფეს“ ისტორიაში შევიდა. მან პლეი-ოფის მატჩში 37 მარგი ქმედების კოეფიციენტი დააფიქსირა, რაც კანარიული კლუბის ისტორიაში პლეი-ოფში საუკეთესო შედეგია.
ძველი რეკორდი ედი ფილიპსს ეკუთვნოდა, რომელმაც 1987 წელს „გრანადასთან“ პლეი-ოფში მარგი ქმედების 35 კოეფიციენტი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა მისი შედეგი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, გიორგი შერმადინმა „ბარსელონასთან“ არასრულ 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა, რითაც „ტენერიფეს“ 80:68 გამარჯვებაში დაეხმარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარია, ვულოცავ გიორგის და საქართველოს, მადლობა ჰუერტასაც მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაცაა, ამარაგებს გამოზომილი პასებით, მის გარეშე გიორგი ამ შედეგს ვერ დადებდა, ამიტომაცაა ნაკრებისთვის მაგარი 1 ნომერის მოძებნა და გადმობირება, თოკო მებრძოლია მაგრამ სროლები არ უვარგა, აი გიორგი სასიამოვნოდ , არადამახასიაბლად ჩვენთვის, მაგარია სროლებში, საჯარიმოს ხაზიდანაც, აი 3 იანების ჩაგდებაც რომ დაემუღამებინა, რაც მაგრად უჭირს ჩვენს ბიჭებს, უფრო წინ წავიწევდით ევროპაში....